მთავარიპოლიტიკა

რა უთხრა პუტინმა ფაშინიანსა და ალიევს?

სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ელოდება შეთანხმების მიღწევას ყარაბაღთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

”ჩემი აზრით, თქვენს მიერ ნახსენები პრობლემების მიუხედავად, რომლებიც კვლავ გადაუჭრელი რჩება, იმედი მაქვს, რომ ყველა საკითხის, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხების გარშემო შეთანხმება მიიღწევა”, – აღნიშნა პუტინმა.

”ზოგადად, ვფიქრობ, შეხვედრა სასარგებლოა რეგიონის მომავლის განსაზღვრისა და რეგიონში ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობები იყო, არის და იქნება მოკავშირეობითი. ჩვენ ყველანაირი თვალსაზრისით ახლო პარტნიორები ვართ. დღეს ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკაზე. ამ მხრივ, მინდა აღვნიშნო, რომ გასული რთული  წლის   მიუხედავად, ჩვენ საქონელბრუნვა თითქმის 4% -ით გავზარდეთ. ეს ყველაფერი იმედის საფუძველს იძლევა, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარების მოგვარებით ჩვენ ვიპოვით გამოსავალს სომეხი ხალხის, სომხური სახელმწიფოს და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სასარგებლოდ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ყარაბაღში სისხლისღვრის შეჩერება იყო შესაძლებელი. ამის შესახებ იუწყება კრემლის პრესსამსახური.

”მინდა გამოვხატო ჩემი კმაყოფილება, რომ ჩვენ შევძელით საომარი მოქმედებების შეჩერება, სისხლისღვრა და, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელი მუშაობის შედეგებზე, სამშვიდობო მისია ასრულებს თავის ფუნქციას და, ვითარება საერთო ჯამში საფეხურებრივად ნორმალიზდება”. ამის შესახებ განაცხადა პუტინმა ალიევთან ორმხრივი შეხვედრის დროს. ”და ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეფუძნება გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაციის მოგვარებას, ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია”, – დასძინა მან.

მისი თქმით, დღეს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ძალიან წარმატებით ვითარდება, ეს ეხება პირველ რიგში ეკონომიკურ კომპონენტს. ”ჩვენ გვაქვს ერთობლივი მუშაობის მრავალი მიმართულება და მრავალი თანმხვედრი ინტერესი ამ სფეროში, ეკონომიკის სფეროში. ვიმედოვნებ, რომ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მოგვარების საკითხზე მუშაობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ვფიქრობ, რომ ეს შეთანხმება საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მჭიდროდ დავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები, უფრო კოორდინირებულად, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ჰუმანიტარულ სფეროშიც”.

ნახეთ მეტი
Back to top button