მთავარიპოლიტიკა

სამწუხაროდ, სამხედრო ტყვეების საკითხი ვერ მოგვარდა: ფაშინიანი

სამწუხაროდ, ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეჩერება მოვახერხეთ, ბევრი გადაუჭრელი საკითხი დარჩა, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მოსკოვში.

მან აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი მოლაპარაკებების დროს ტყვეთა საკითხი არ გადაიჭრა, რაც სომხური მხარისთვის, სომხეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. როგორც მან თქვა, სამმხრივი შეთანხმები მე-8 პუნქტის დებულებები ჯერ-ჯერობით არ შესრულებულა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები  მოკლე დროში შესძლებენ  კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას.

ნახეთ მეტი
Back to top button