რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების, ვლადიმირ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის შედეგად მიღებული შეთანხმებები მთიანი ყარაბაღის ყველა ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოსახლეობის მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას მისცემს. ჟურნალისტებთან საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოხატა სახელმწიფო დუმას საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ, იუწყება ,,ტასს“-ი.
”მოსკოვში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სამმხრივი შეხვედრის შედეგები ამყარებს რეგიონში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ 9 ნოემბრის განცხადების შედეგებს. ”ახალი შეთანხმებებით შესაძლებელი გახდება მთელი ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი აღდგენა და მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრების დარეგულირება”, – აღნიშნა სლუცკიმ.
მისივე თქმით, 30 წლიანი კონფლიქტი მთიან ყარაბაღში ახლა “უფრო და უფრო ისტორია ხდება, ხოლო მის მიწაზე ისადგურებს ხანგრძლივი მშვიდობა”. ”და ამაში არის რუსეთის, როგორც ეფექტური შუამავლის დიდი როლი. ამ ფაქტს აღიარებს როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური მხარე”, – აღნიშნა სლუცკიმ.
მან დასძინა, რომ რუსეთი “გააგრძელებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მხარდაჭერას, ჩვენი სამშვიდობოები კი გააგრძელებენ რეგიონში მშვიდობის დაცვას”.