მთავარიპოლიტიკა

სომხეთს რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო კავშირი ექნება: ალიევი

სომხეთს რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო კავშირი ექნება. ასეთი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  მოსკოვში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ.

„30 წლიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანს ნახჭევანთან  ექნება სატრანსპორტო კომუნიკაცია სომხეთის რესპუბლიკის გავლით, ხოლო სომხეთის რესპუბლიკას ექნება სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან და ირანთან”, – თქვა ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.

მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს თურქეთში გასასვლელი  ექნება ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით.

როგორც უკვე განვაცხადეთ, დღეს მოსკოვში გაიმართა სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ახალი განცხადება მთიანი ყარაბაღის შემდგომი განვითარების შესახებ. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სომხეთის, აზერბაიჯანის, არამედ მთელი რეგიონის განვითარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button