მთავარიპოლიტიკა

ცნობილ იტალიელ პოლიტიკოსს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს აზერბაიჯანელებისგან ქრთამის მიღებისთვის

La Repubblica– ს ინფორმაციის თანახმად, ვოლონტემ, რომელიც იყო ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ნახევარი მილიონი ევრო მიიღო აზერბაიჯანის ორი წარმომადგენლისგან. ამდენად იქნა შეფასებული მისი ძალისხმევა, არ დაემტკიცებინა მოხსენება ამიერკავკასიის სახელმწიფოს პოლიტპატიმრების შესახებ.
სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღო ელჰან სულეიმანოვთან და მუსლიმ მამედოვთან დაკავშირებით, რომლებიც ბაქოს ინტერესებზე ლობინგს ატარებდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რისთვისაც ისინი დიდ ქრთამს აძლევდნენ იტალიელ პოლიტიკოსს.
მილანის პროკურატურამ ვოლონტეს წინააღმდეგ ბრალდებ აწარადგინა 2016 წლის ივნისში შეიტანა. ამ დროს მას ბრალი დასდეს 2012-2014 წლებში თითქმის 2.4 მილიონი ევროს მიღებაში. გამოძიების თანახმად, იმ დროს იტალიელმა დეპუტატმა დიდი შემოწირულობა მიიღო აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური საქმიანობის განსახორციელებლად. საერთო ჯამში, მას 10 მილიონ ევროს დაპირდნენ.
2018 წლის დეკემბერში ვოლონტეს წინააღმდეგ მილანში დაიწყო სასამართლო პროცესი კორუფციის ბრალდებით. მოსმენების შედეგად სასამართლომ უარი თქვა სრული თანხის მიღების ბრალდებაზე, მაგრამ მიიღო ნახევარი მილიონი ევროს მოსყიდვის ფაქტი.
ვოლონტე ოთხჯერ იქნა არჩეული იტალიის პარლამენტში დეპუტატთა პალატის ცენტრისტული პარტიის მიერ, ბოლოს ეს მოხდა 2008 წელს.
2010 წლის იანვრიდან 2013 წლის ივნისამდე ის ხელმძღვანელობდა ევროპის სახალხო პარტიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ნახეთ მეტი
Back to top button