მთავარიპოლიტიკა

ბრიტანულმა კომპანიამ შეწყვიტა ნაწილების მიწოდება თურქული Bayraktars– ისთვის

ბრიტანულმა  კომპანიამ Andair Ltd-მ შეწყვიტა ნაწილების  მიწოდება თურქული უპილოტო მოწყობილობა “Bayraktar TB2”-სათვის.  ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა ისინი  ფართოდ გამოიყენა მთიანი ყარაბაღის ომის დროს.

ნიშანდობლივია, რომ  კომპანია  ამარაგებდა უპილოტოების საწარმო Baykar Makina-ს  საწვავის ტუმბოებით.

Andair Ltd  აცხადებს, რომ სომხეთის საელჩომ დიდ ბრიტანეთში მოუწოდა მათ შეწყვიტონ ტუმბოების მიწოდება  თურქული კომპანიისთვის.

ამის შემდეგ კომპანიამ დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც  მთლიანად უარი თქვა მომარაგებაზე და გააუქმა Baykar Makina- ს ყველა შეკვეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button