ანალიტიკამთავარი

პოლიტოლოგი: ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარებულა აზერბაიჯანის ინტერესების თვალსაზრისითაც

ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარებულა აზერბაიჯანის ინტერესების თვალსაზრისითაც, რადგან ყარაბაღის ტერიტორიებიდან დაახლოებით 3000 კვადრატული კილომეტრი არ ემორჩილება აზერბაიჯანის ცენტრალურ ხელისუფლებას და იქ მცხოვრები ხალხი არ აპირებს აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას. ამის შესახებ პოლიტოლოგმა ალექსანდრე ისკანდარიანმა ონლაინ დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტი ჩარჩა იქ ,  სადაც იყო და იმის ფიქრი, რომ ბაქო კომპრომისზე წავა – არ ღირს.   ”ახლა შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება? არა, შეუძლებელია.  ამავდროულად, აზერბაიჯანს აქვს სტრატეგია, ის ზოგჯერ პრიმიტიულია, მაგრამ ის არსებობს და მისი მიზანია სომხურ მხარეს  თავისი პირობები დაუწესოს.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაქო აგრძელებს ომს არა სამხედრო მეთოდებით, სომხებისთვის მტკივნეულ წერტილებზე ზემოქმედებით – დატყვევება, დემარკაცია, ყარაბაღში ვიზიტების შეზღუდვა  და ა.შ. რა აზრი აქვს ამ შემთხვევაში ლაჩინის დერეფანს, თუ ის მიუწვდომელია? კონფლიქტი რომ მოგვარებულიყო, ეს არ მოხდებოდა”, – თქვა ექსპერტმა.

რაც შეეხება თურქეთის როლს, ისკანდარიანის თქმით, მას არ აქვს საკმარისი რესურსი თავისი მიზნების მისაღწევად.

ნახეთ მეტი
Back to top button