საერთაშორისო
საქართველოში კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 243255 -ს აღწევს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8664 PCR ტესტით.
კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2846 ადამიანი ემსხვერპლა.