მთავარიპოლიტიკა

სომხეთის გენერალურმა პროკურორმა მოსკოვში დააყენა საკითხი სომეხი ტყვეების რაც შეიძლება მალე დაბრუნების შესახებ

12 იანვარს, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის ინიციატივით, გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სომხეთის გენერალური პროკურორის არტურ დავთიანის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის კამრან ალიევის და რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის იგორ კრასნოვის მონაწილეობით. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის გენერალური პროკურატურის სპიკერი არევიკ ხაჩატრიანი.

შეხვედრის მიზანი იყო საერთაშორისო სამართლის სფეროში შემდგომი კონტაქტების დამყარება, საჭირო პირობების განხილვა და რამდენიმე აქტუალური საკითხი.

”ამ ჩარჩოებში, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაფართოების გარანტია, არტურ დავთიანმა დააყენა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების მე -8 პუნქტის რაც შეიძლება მალე განხორციელების აუცილებლობა, სომეხი სამხედრო ტყვეების და აზერბაიჯანში მყოფი სხვა პატიმრების შემჭიდროებულ ვადებში სომხეთში დაბრუნება, მანამდე კი მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის გარანტიისა და სხვა უფლებების უზრუნველყოფის საკითხი”,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეტყობინების თანახმად, სომხეთის გენერალურმა პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ტყვეთა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება შესაძლო გარანტია სამმხრივი დეკლარაციით მიღწეული სხვა შეთანხმებების შესრულებისა და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისათვის.

ამ თვალსაზრისით, არტურ დავთიანმა ასევე დააყენა რეგიონის საერთაშორისო ტერორიზმისგან დაცულობისა და მის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის საკითხი.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება დისკუსიების სამუშაო რეჟიმში გაგრძელების შესახებ, როგორც აღნიშნულ, ასევე სხვა სამართლებრივ საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button