მთავარიპოლიტიკა

31 წლის წინ აზერბაიჯანში სომეხი ხალხის წინააღმდეგ მორიგი დანაშაული ჩაიდინეს: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

31 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება მოწმე გახდა სომეხი ხალხის წინააღმდეგ აზერბაიჯანში ჩადენილი მორიგი დანაშაულის.  დღემდე ბაქოს ანტისომხური აქციებისა და  ხოცვა-ჟლეტის ორგანიზატორები და დამნაშავეები  პასუხისგებაში არ მიუციათ და ისინი სამშობლოში გმირად შერაცხეს.  ამის შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

”31 წლის წინ, აზერბაიჯანის დედაქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებული სისასტიკით ხორციელდებოდა სომეხი მოსახლეობის ხოცვა და მასობრივი დეპორტაცია, რაც ბაქოს მულტიკულტურული იმიჯის ბირთვი იყო. იყო ასობით მოკლული, დასახიჩრებული, დაკარგული, ათიათასობით ლტოლვილი.  1990 წ. იანვარში ბაქოში ჩატარებულმა ანტისომხურმა პოგრამამ დაასრულდა აზერბაიჯანიდან სომხების განდევნის პროცესი.  უფრო მეტიც, დღემდე, აზერბაიჯანი განაგრძობს ეთნიკური წმენდისა და  სომხების განდევნის პოლიტიკას არცახიში”, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ანტიომხური პოლიტიკა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ბაქოში საუკუნეების განმავლობაში მცხოვრები სომხური მოსახლეობის, არამედ ქალაქის სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებასაც.

ამის ნათელი დასტურია სომხების სრული განდევნა აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დღეს, რაც განხორციელდა მასობრივი საომარი დანაშაულებით, ეთნიკური წმენდით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს პატივი მიაგეს ბაქოში ანტისომხური პროგრამის  უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას, აღინიშნება, რომ სომეხ ხალხს უფლება აქვთ  თავიანთ მშობლიურ მიწაზე  იცხოვრონ თავისუფლად და დამოუკიდებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button