მთავარიპოლიტიკა

აივაზიანმა გუტერეშს წერილით წარმოუდგინა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შექმნილი ვითარება

12 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა  წერილი გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, რომელშიც წარმოდგენილი იყო 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის შემდეგ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შექმნილი ვითარება.

როგორც იუწყებიან სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტიდან, თავის წერილში მინისტრმა აღნიშნა, რომ  მსოფლიო ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისის პირობებში, რეგიონში ათწლეულების განმავლობაში არსებული ცეცხლის შეწყვეტის დარღვევით საომარმა მოქმედებებმა გამოიწვიეს ცოცხალი ძალის მრავალრიცხოვანი დანაკარგები, არცახის მკვიდრი ეთნიკური მოსახლეობის ფართომასშტაბიანი წმენდა, გამიზნული ნგრევა, სომხური რელიგიური და კულტურული ძეგლების წაბილწვა და ვანდალიზმი.

წერილში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუთითა აზერბაიჯანის მიერ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების დებულებების დარღვევის შემთხვევებზე, სადაც აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამყარებიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ჩაატარა არცახის ჰადრუთის რაიონის ორ სოფელში, ჰინ თაღერის და ხწაბერდის მიმართულებით. აღინიშნა, რომ სამხედრო შეტევის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 64 სომეხი სამხედრო მოსამსახურე შეიპყრეს, რაც სამმხრივი განცხადებით არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანის ვალდებულებებს.

წერილში ხაზგასმულია აზერბაიჯანის მიერ სამმხრივი განცხადების მე-8 მუხლის არასრულად შესრულება, რომელიც ითვალისწინებს ”ტყვეთა, მძევლების, სხვა დაკავებულთა და მსხვერპლთა ცხედრების გაცვლას”. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ფაქტობრივად უარს ამბობს ამ ვალდებულების შესრულებაზე, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის აშკარა დარღვევაა. მინისტრმა აივაზანმა გაეროს გენერალური მდივნის ყურადღება მიიპყრო  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე აზერბაიჯანის უკმაყოფილობის გამო.

”რეგიონში სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების გზით, რომელიც მოიცავს მთიანი ყარაბაღის სტატუსს, რომელიც დაფუძნებულია არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციაზე”, – დაასკვნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button