
რეგიონალური სატრანსპორტო განბლოკვა ძალზე მნიშვნელოვანია სომხეთის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით ტურიზმისთვის. სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა “არმენპრესის” პრეს-დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სომხეთში ტურიზმის სფეროს მთავარი პრობლემა ყოველთვის იყო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა.
”სომხეთს, რომელსაც ზღვა არ გააჩნია, საზღვრები ოთხი ქვეყნიდან ორთან დაკეტილი აქვს. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის მხრივ. ტრანსპორტის განბლოკვით, ჩვენ შეგვეძლება ხმელეთით სამყაროსთან დაკავშირება ყველა მიმართულებით, ეს აუცილებელია როგორც ტურიზმისთვის, ასევე ეკონომიკისთვის. აქ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: გზების გახსნა, განბლოკვა, მაგრამ ჩვენთვის ხელსაყრელი პირობებით. ამავდროულად, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სწრაფი საკანონმდებლო ინსტრუმენტარიუმი, რომ გამოვიყენოთ ეს განბლოკვა”,-აღნიშნა მეხაკ აპრესიანმა.