მთავარიპოლიტიკა

პუტინმა ერდოღანს 11 იანვრის შეხვედრის შედეგები წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას წარმოადგინა რუსეთის,  აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 11 იანვრის  სამმხრივი  შეხვედრის  ძირითადი  შედეგები,  სადაც   განხილული იქნა მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების განხორციელების მიმდინარეობა.

 კრემლის ვებსაიტის თანახმად,  მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგია აზერბაიჯანის მზადყოფნა სომხეთთან  ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მშვიდობიანი ცხოვრების დამყარება და  პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვა.

მთიანი ყარაბაღის გარშემო ვითარების ზოგადი სტაბილიზაციის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა ამ მიმართულებით რიგ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შეთანხმება.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაღალ დონეზე შეაფასა  რუსეთის ძალისხმევა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მთავარ პროცესში, გამოვიდა  რუსეთ-თურქეთის მოქმედებების კოორდინაციის გაგრძელების სასარგებლოდ დადადებითი აზრი გამოთქვა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელების საკითხზე.

საუბრისას შეეხნენ კონფლიქტის ზონაში რუსეთ-თურქეთის ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის ცენტრის შექმნის ზოგიერთ ნიუანსს. ორმხრივი დღის წესრიგის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის, მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების, კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, ვაქცინების წარმოებისა და გამოყენების ერთობლივი გეგმების განხორციელებას.

ნახეთ მეტი
Back to top button