მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

,,Armradio.am” წერს, რომ 13 იანვარს სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს არა აივაზიანსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

11 იანვარს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის კონტექსტში მინისტრებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები. მინისტრმა აივაზიანმა მნიშვნელოვნად მიიჩნია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში მითითებული სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა პატიმრების დაბრუნებაზე  ვალდებულების სრული და დაუყოვნებლივი შესრულება.

სატელეფონო საუბრის დროს ასევე შეეხნენ სომხეთ-რუსეთის მოკავშირეთა ურთიერთობების დღის წესრიგს.

ნახეთ მეტი
Back to top button