მთავარიპოლიტიკა

ჰენრიხ მხითარიანი შეეხო სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხს

La Repubblica- სთან ინტერვიუში სომხეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, იტალიის “რომას” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ისაუბრა არცახის ომზე და სომეხ სამხედრო ტყვეებზე.

”არცახში ომი 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ბევრ ქვეყანას ურჩევნია კონფლიქტის უგულებელყოფა. დაუჯერებელია, რომ ასეთი რამ ხდება 21-ე საუკუნეში. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანში არიან სომეხი ტყვეები, რომლებიც მოიპარეს თავიანთი ოჯახიდან. ომის დროს მივმართე მთელ მსოფლიოს. ჩვენი ხმები მოისმინეს. მადლობა იტალიის მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აღიარა არცახის დამოუკიდებლობა. “რომას” მიერ სომხეთში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მშვენიერი ინიციატივა იყო. კლუბმა ხალხის მწუხარება დაინახა და დახმარება გადაწყვიტა. ”მე არასოდეს დამავიწყდება ის, რაც ,,რომამ“ გააკეთა”, – აღნიშნა ჰენრიხ მხითარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button