მთავარისაზოგადოება

რა ცვლილებები განიცადა სომხეთში შესვლის პროცედურამ

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში შესვლის პროცედურაში შეიტანეს ცვლილებები.

მთავრობი 2020 წლის 11 სექტემბრის N 1514-ნ  დადგენილებაში შეტანილი და 2021 წლის 12 იანვარს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, კორონავირუსული დაავადებით (COVID-19) განპირობებული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაწესებული კარანტინი გაგრძელდება 2021 წლის 11 ივნისამდე.

„მოხსნილია ყველა შეზღუდვა  და ამჯერად  ყველა უცხოელს შეუძლია შემოვიდეს სომხეთში, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით”, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საჰაერო ან სახმელეთო გზით შესვლისთანავე უნდა წარადგინონ სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს PCR დიაგნოსტიკური ტესტის უარყოფით შედეგს  72 საათის განმავლობაში.  ეს უნდა იყოს სომხურ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე, სადაც მითითებული უნდა იყოს იმ სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკვლევა. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს სამედიცინო პირის ხელმძღვანელის ხელმოწერას,  მითითებული უნდა იყოს გამოკვლეული პირის სახელი და გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, დაბადების თარიღი, ექსპერტიზის შედეგი, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის  ბეჭდით.

ნახეთ მეტი
Back to top button