ეკონომიკამთავარი

მინისტრმა აღნიშნა რა შემთხვევაში აღარ გაგრძელდება თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვა

სომხეთი ცდილობს გააგრძელოს თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა. თურქული საქონლის იმპორტის 6-თვიანი დროებითი აკრძალვა სომხეთში 1 იანვრიდან ამოქმედდა.

”ჩვენ გავაგრძელებთ აკრძალვას, თუ არ მოხდება ისეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები, რის შედეგადაც ეს შეუძლებელი გახდება. ეს კეთდება ადგილობრივი პროდუქციის დასაცავადაც”, – აღნიშნა მინისტრმა. ის ასევე შეეხო 1 იანვარს აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგ სომხეთის ბაზარზე თურქული ეტიკეტირებით პროდუქტების არსებობას, აღნიშნა რა, რომ თურქულ-აზერბაიჯანული ეტიკეტირებით პროდუქტები ჩვენს ბაზარზე ათწლეულების განმავლობაში არსებობდა.

ქერობიანის თქმით, თუ ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რომ, მაგალითად, “სანდორა”-მ ან “კოკა-კოლა”-მ და ყველა სხვა კომპანიამ მოგვყიდოს საქონელი, რომელზეც აზერბაიჯანული ეტიკეტი არ იქნება, მაშინ ფასი 10%-ით გაიზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიები  თავიანთ ხარჯებში შეიტანენ ამ ცვლილებებს. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში მიიღეს, მაგრამ სავაჭრო კომპანიებს მიეცათ ვადა თურქული პროდუქტის ჩანაცვლებისთვის. ბოლო წლებში სომხეთმა თურქეთიდან დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button