მთავარიპოლიტიკა

ამერიკელი სომეხი ჰაიკ ჰაჯინაზარიანი – თეთრი სახლის რეგიონული კომუნიკაციების ხაზით დირექტორი

,,Armradio.am” წერს, რომ ჯო ბაიდენმა, რომელიც მომავალ კვირაში ოფიციალურად დაიკავებს აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს, თეთრი სახლის კომუნიკაციების რეგიონალურ დირექტორად დანიშნა ამერიკელი სომეხი ჰაიკ ჰაჯინაზარიანი. ჰაიკ ჰაჯინაზარიანი ადრე მსახურობდა დასავლეთ პენსილვანიაში ბაიდენის კამპანიის პრეს მდივნად. მანამდე ის ნიუ ჰემფშირში, ნევადაში, ტეხასში, ოჰაიოსა და სხვა შტატების ზოგადი არჩევნების დროს მსახურობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდში.

კამპანიაში ჩართვამდე იგი მსახურობდა აშშ-ს კონგრესში, ჯერ ინდიანას სენატორის ჯო დონალის პრეს ასისტენტის თანამდებობაზე, შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის უმრავლესობის შტაბის პრეს მდივნის მოადგილედ. იგი დაიბადა ოჰაიოს ქალაქ კოლუმბუსში, ლიბანელი სომეხი ემიგრანტი მშობლების ოჯახში. ჰაჯინაზარიანმა დაამთავრა ინდიანას უნივერსიტეტი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის უმაღლესი სკოლა.

ნახეთ მეტი
Back to top button