მთავარიპოლიტიკა

არცახში უსახლკაროდ დარჩა 34 ათასი მოქალაქე. მანე თანდილიანი

არცახის შრომისა და სოციალური მიგრაციის მინისტრმა მანე თანდილიანმა ,,რია ნოვოსტის“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის შემდეგ არცახში ჰუმანიტარული კრიზისი გაჩნდა. ”ომის შემდეგ ჩვენთან ჰუმანიტარული კრიზისია, და სოციალური საკითხები ძალიან მწვავე ხდება. პრობლემებს ვწყვეტთ ჩვენი ძალებით, საქველმოქმედო ორგანიზაციების, სომხეთის რესპუბლიკის და რუსი სამშვიდობოების დახმარებით”, – აღნიშნა თანდილიანმა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მწვავედ დგას უსახლკაროდ დარჩენილთათვის ბინის მოძებნის საკითხი, მაგრამ უკვე დაწყებულია მათი ხელახლა დასახლების პროგრამა.

”ამ მომენტში, რეგიონში კონფლიქტის გამწვავებისა და ბაქოს კონტროლის ქვეშ ტერიტორიების გადასვლის გამო უსახლკაროდ არის დარჩენილი არცახის რესპუბლიკის დაახლოებით 34,000 მოქალაქე”, – აღნიშნა თანდილიანმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. თანდილიანმა ასევე შეახსენა, რომ 13 იანვარს თავდაცვის არმიის ჯარისკაცი დაიჭრა მტრის ტყვიით და აღნიშნა არცახში არსებული უსაფრთხოების პრობლემების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მანე თანდილიანმა არცახის შრომის, სოციალური მიგრაციის მინისტრის პოსტი დაიკავა 2020 წლის დეკემბერში.

ნახეთ მეტი
Back to top button