საზოგადოება

ზემო ლარსის რუსეთის მხარეს სატვირთო მანქანების რაოდენობამ 450-ს მიაღწია

სომხეთის ტერიტორიაზე არის დაკეტილი მაგისტრალები, დაკეტილია სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაც. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

არაგაწოტნის მხარეში დაკეტილია გზები  “ამბერდი” მაღალმთიანი სინოპტიკური სადგურიდან  ამბერდის ციხესიმაგრემდე და  კარის ტბაზე მიმავალი გზა. ვარდენისის უღელტეხილი ძნელად გასავლელია  მისაბმელიანი სატვირთო მანქანებისთვის. არაგაწოტნის რაიონის აპარან-ქუჩაკის საავტომობილო გზა ზოგან მოყინულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტისა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის კრიზისული მართვის ცენტრისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზვავის საშიშროების გამო სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა ყველა ტიპის მანქანისათვის ჩაკეტილია, ამჟამად  450 სატვირთო მანქანა რუსეთის მხრიდან ელოდება ხელსაყრელ საგზაო პირობებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, უცხოელთა საქართველოში შესვლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება. აკრძალვა არ ვრცელდება ტვირთის გადაზიდვაზე.

მძღოლებს ურჩევენ მართონ მხოლოდ  ზამთრის საბურავებით.

ნახეთ მეტი
Back to top button