საზოგადოება

მსოფლიოში გახშირდა ქრისტიანებზე თავდასხმები. Portes ouvertes

მთელ მსოფლიოში გახშირდა ქრისტიანებზე თავდასხმები. ამის შესახებ წერს გაზეთი „ფიგარო“, რომელიც მითითებას აკეთებს ფრანგულ Portes ouvertes პროტესტანტების ევანგელურ ასოციაციაზე.

ასოციაციის თანახმად, 2020 წელს 4761 ქრისტიანი მოკლეს რელიგიური დევნის გამო, ხოლო 2019 წელს – 3000-ზე ნაკლები. ნიგერიაში 3 500-ზე მეტი მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა ექსტრემისტული ისლამისტური ჯგუფების ,,ბოკო ჰარამისა“ და ,,ფულანისის“ მიერ. ქრისტიანებზე თავდასხმები გაიზარდა. რელიგიური მრწამსის გამო ქრისტიანთა დაპატიმრებების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. კერძოდ, 2019 წელს დააკავეს 4800-ზე მეტი ადამიანი, 2020 წელს – დაახლოებით 4,300 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, ქრისტიანებს უფრო მეტად აპატიმრებენ ერითრეაში (აქ ქრისტიანთა დევნა ისლამურ ტერორიზმს ან ექსტრემიზმს კი არ უკავშირდება, არამედ სხვა ქვეყნის ლიდერის ესაიას აფევერკის ავტორიტარულ რეჟიმს).

ორგანიზაციის მიღწევებს შორის არის პროტესტანტული ეკლესიების დახურვის წინააღმდეგ კამპანია ალჟირში, სადაც ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი ქმედებები შეაჩერა 2020 წელს.

ამ ჩამონათვალში შედის ირანიც, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ქრისტიანული ეკლესიები, აქ არ განიცდიან დისკრიმინაციას (აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესია, კათოლიკური ასურეთის ეკლესია, სომხეთის სამოციქულო ეკლესია), ხოლო სანქციები ვრცელდება თანამედროვე ეკლესიებსა და სექტებზე. სიაში არ არის თურქეთი, რომელიც ჩრდილო – დასავლეთ სირიის ნაწილს ფლობს თავისი მოკავშირე ისლამისტური ჯგუფებით.

ნახეთ მეტი
Back to top button