პოლიტიკა

სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო რუსეთის სომეხ ბიზნესმენებთან გარიგების გამო

,,რადიო თავისუფლების” სომხური განყოფილების ინფორმაციით, საფრანგეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ, რუსეთის სადაზღვევო კომპანია „რესო-გარანტიასთან“ 3 მილიონი ევროს ხელშეკრულების ხელმოწერის გამო. 2020 წლის დასაწყისში ელისეის სასახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა 500 ათასი ევრო მიიღო ამაზე ერთი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით, სულ 3 მილიონი ევრო საკონსულტაციო მომსახურებისთვის.

კომპანია „რესო-გარანტია“-ს თანამფლობელებმა სერგეი და ნიკოლაი სარქისოვებმა, დაადასტურეს, რომ სარკოზი აიყვანეს “სპეციალურ მრჩეველად”.

”საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები აპირებენ გაარკვიონ, მოქმედებდა თუ არა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ექსკლუზიურად მრჩეველის როლში, რაც სავსებით ლეგალურია, თუ ის მონაწილეობდა პოტენციურ კრიმინალურ ლობირებაში რუსი ოლიგარქების სახელით”, – წერს ფრანგული პერიოდიკა Mediapart-ი.

ნიკოლა სარკოზი უკვე ბრალდებულის სტატუსშია სხვა საქმესთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მილიონების მიღებაში. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე, სარკოზის კამპანიამ ლიბიის დიქტატორისგან უკანონოდ მიიღო დაახლოებით 50 მილიონი ევრო, რის შემდეგაც სარკოზიმ პრიზში ხუთდღიანი უხვი მიღება მოუწყო პარიზში, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ელისეის სასახლის გვერდით გახსნა თავისი ცნობილი კარავი.

ნახეთ მეტი
Back to top button