
სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრი ჰაკობ არშაკიანი ეწვია ეჩმიაძინის სამხედო ტექნიკის მწარმოებელ ქარხანას. ინფორმაციას დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ქარხნის ძირითადი პროდუქტებია სამოქალაქო-სამხედრო მოწყობილობები – თვითმფრინავების განათების მოწყობილობები, თვითმფრინავში ზოგიერთი მოწყობილობის სიზუსტის შემმოწმებელი აპარატი და სხვა.
”მინისტრს დეტალურად გაეცნო წარმოების პროცესებისა და ქარხნის არსებული შესაძლებლობების შესახებ. ქარხნის გენერალურმა დირექტორმა მიქაელ ღაზარიანმა მინისტრს აცნობა, რომ ქარხანაში შემოდის საბჭოთა პერიოდში წარმოებული დაზგებიც, რომლებიც სომეხი სპეციალისტების გამოცდილი ხელების წყალობით გადაიქცნენ თანამედროვე CNC დაზგებად “, – ნათქვამია განცხადებაში.
არშაკიანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქარხნის საკუთარი პროდუქციის წარმოების პროცესსა და სპეციალისტთა გამოცდილებას, ხაზგასმით აღნიშნა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სფეროში ადგილობრივი პროდუქციის გამოყენების მნიშვნელობა. ეჩმიაძინის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქარხანა აღჭურვილია ყველა სახის მექანიკური დამუშავების მოწყობილობით, ამწყობი საამქროებით და საწარმოო და ტესტირების ლაბორატორიებით.
ქარხნის დირექტორმა მინისტრს უთხრა, რომ ისინი მზად არიან უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. წარმოდგენილი პროდუქციის მთავარი მომხმარებელი რუსეთის ფედერაციაა, მაგრამ სამხედრო სფეროში ქარხანა თანამშრომლობს სომხეთის სხვა სამხედრო ქარხნებთან, როგორც სრული ჯაჭვის ნაწილი, ზოგიერთი სამხედრო პროდუქტის ნაწილები სწორედ ამ სტრუქტურაში მზადდება.