აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღში ესკალაციის დროს 2,855 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, 50 კი დაიკარგა.
”ჩვენ წარმოგიდგენთ 18 იანვრამდე დაკრძალულ აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 2855 სამხედრო მოსამსახურის, ასევე დაკარგულად მიჩნეული 50 სამხედრო მოსამსახურის ფოტოებს, სახელებს, გვარებს, სამხედრო წოდებებს და დაბადების თარიღს. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს სამუშაოები დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მოძებნისა და იდენტიფიცირებისთვის”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.