საზოგადოება

ერევანი და თბილისი მდინარე დებედზე „მეგობრობის ხიდს“ ააშენებენ

სომხური მხარე ქართველ კოლეგებთან პირობების შეთანხმებიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ დაიწყებს მის ტერიტორიაზე  “მეგობრობის ხიდის” მშენებლობას. ინფორმაცია „Sputnik სომხეთს“  მიაწოდა სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტმა.

გასულ წელს პროექტის განხორციელება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. პროექტის განხორციელების ახალი პირობები განიხილეს 2020 წლის 12 თებერვალს თბილისში.

სომხური მხარე მშენებლობის დაწყებას გასულ წელს გეგმავდა, მაგრამ რიგმა ფაქტორებმა უკვე იმოქმედეს  ვადებზე .

ნახეთ მეტი
Back to top button