მთავარიპოლიტიკა

ვიცე პრემიერ მინისტრის ავინანის ოფისმა განმარტა, რატომ არ გამოაქვეყნა მონაცემები ტყვეთა რაოდენობის შესახებ

სომხეთში და აზერბაიჯანში ტყვეების მონაცემები კონფიდენციალური ხასიათისაა და არ ექვემდებარება გამოქვეყნებას საკითხის ძალზე მგრძნობიარობის გათვალისწინებით. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის ვიცე პრემიერ მინისტრის ტიგრან ავინიანის აპარატიდან.

ვიცე პრემიერ მინისტრის ტიგრან ავინიანის ოფისიდან მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადეს ისიც, რომ ამ პერიოდში სომხეთის მხარის ტყვეების სიები მუდმივად ახლდებოდა და რეგულარულად წარედგინებოდა კოლეგებს, როგორც მოძიების პროცესისა და მისი შედეგების, ასევე პროცესში ახალი, დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით.

”სომხეთი პასუხისმგებლობით უდგება ტყვეთა ნებისმიერ საკითხს, და თავს იკავებს ფორმულირებებისგან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენი თანამემამულეების სწრაფ და უსაფრთხო რეპატრიაციის პროცესს.

რაც შეეხება სომხური მხარის მიერ ტყვეებთან დაკავშირებით წარდგენილ სიებს, მათი ციფრული მონაცემების კონფიდენციალური ხასიათის გათვალისწინებით, საჭიროა მხოლოდ იმის ინფორმირება, რომ ისინი წარმოდგენილი იყო რეგულარულად, რამდენიმე ეტაპად, განახლებების მიხედვით. სხვათა შორის, ჯერ კიდევ დეკემბერში, სრული სიები გადაეცა რუსულ მხარეს და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას.

სომხეთში და აზერბაიჯანში მყოფი ტყვეების შესახებ  რაოდენობრივი მონაცემები კონფიდენციალური ხასიათისაა, რომლებიც გამჟღავნებას არ ექვემდებარება საკითხის მეტად მგრძნობიარე ხასიათის გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button