მთავარისაზოგადოება
კორონავირუსის დაავადების სტატისტიკა სომხეთში

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო ერთი დღის განმავლობაში 236-ით გაიზარდა და გახდა 164912. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამ დროისთვის 7671 (-214) ადამიანი მკურნალობს, 626377 ტესტი ჩატარდა (+2224), ინფიცირებულთაგან 153500 ადამიანი გამოჯანმრთელდა (+436). დარეგისტრირდა 3007 გარდაცვლილი ადამიანი (+9). კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, ბოლო დღის განმავლობაში 5-ით გაიზარდა და 734 გახდა.