მთავარისაზოგადოება

“მადლობა სიყვარულისთვის”. კარდაშიანის მიმდევართა რაოდენობამ რეკორდულ 200 მილიონს მიაღწია

 ცნობილმა ამერიკელმა სომეხმა სატელევიზიო ვარსკვლავმა-ბიზნესმენმა კიმ კარდაშიანმა მადლობა გადაუხადა თავის მიმდევრებს სასიხარულო ცნობისთვის. მან განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში მისი თაყვანისმცემლების რაოდენობამ რეკორდულ 200 მილიონს მიაღწია. “მადლობა სიყვარულისთვის”, – დაწერა მან ინსტაგრამზე და გამოაქვეყნა რამდენიმე ლამაზი ფოტო, ყავისფერი სამოსით. “დედოფალო, მშვენივრად გამოიყურები”, – წერენ გამომწერები პოსტის ქვეშ. არ არის გამორიცხული, რომ კიმის გამომწერების რიცხვი ასევე დაკავშირებული იყოს ცნობილ რეპერთან კანიე ვესტთან განქორწინების ამბებთან. კიმ კარდაშიანი დაიბადა 1980 წლის 21 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში, კალიფორნია. იგი არის ცნობილი იურისტის რობერტ კარდაშიანის და კრის ჯენერის ქალიშვილი. კიმი საკუთარ თავზე ამბობს, რომ ის არის ნახევრად სომეხი, ერთი მეოთხედი შოტლანდიელი, ერთი მეოთხედი ჰოლანდიელი.

ნახეთ მეტი
Back to top button