მარუქიანმა თავის ევროპელ კოლეგებს მიმართა სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით

ნაციონალური მოძრაობის “ნათელი სომხეთის” ფრაქციის ხელმძღვანელმა ედმონ მარუქიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნა, რომ მან სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხის თაობაზე თხოვნით მიმართა ბაჰრეინ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ლუქსემბურგის პარლამენტის სპიკერს.
”როგორც ბაჰრეინთან და ლუქსემბურგთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელი, დღეს დილით მივწერე წერილები ბაჰრეინ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ი.ხ. ალ-ნეფაეის და ლუქსემბურგის პარლამენტის სპიკერს ფ. ეტგენს, მათ ვაცნობე აზერბაიჯანში საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევით სომეხი სამხედრო ტყვეების დაკავების შესახებ, შევატყობინე პრობლემის მრავალი დეტალი და მოვითხოვე შესაბამისი ზომების მიღება აზერბაიჯანის ქმედების დაგმობისა და ჩვენი ტყვეების დაბრუნების მიზნით”, – წერს მარუქიანი.