მთავარიპოლიტიკა

რა მიზანს ემსახურება გზების გახსნის პროგრამა

მოსკოვში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის განბლოკვა ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას, უფრო პროპაგანდისტულია, ვიდრე რეალობა, რადგან დეტალები და გარემოებები გაცილებით ყურადსაღებია. ამის შესახებ Lragir.am-ის კორესპოდენტთან საუბრისას აღნიშნა ანალიტიკური ცენტრის  „მოდუს ვივენდის“  ხელმძღვანელმა  არა პაპიანმა.

მან აღნიშნა, რომ სომხეთიდან რუსეთში გადასასვლელად სომხურმა ტვირთმა უნდა გაიაროს ნახჭევანის ტერიტორიაზე, საკმაოდ გრძელი, 200 კმ, შემდეგ მეღრის დერეფნით, შემდეგ რამდენიმე ასეულიკილომეტრი  ბაქოს გავლით.

”ეს  გზა არის მთლიანად კონტროლს მოკლებული გზა. ის  იქნება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ.  ამიტომ, უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამის შედარება აზერბაიჯანულ შესაძლებლობებთან არასწორია, რადგან აზერბაიჯანელები მეგრის დერეფანში მხოლოდ 48 კმ გაივლიან. რაც მთავარია, ამ ნაწილს გააკონტროლებენ რუსეთის უსაფრთხოების ძალები,  9 ნოემბრის განცხადებაშია ასეა ნათქვამი.

გაცილებით ადვილი და მომგებიანია საქართველოს ტერიტორიით  გადაადგილება, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ექსპორტის ძირითადი ნაწილი მიდის ან რუსეთის ევროპულ ნაწილში, ან ევროპის ქვეყნებში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გზა ჩვენთვის ეკონომიურად არ არის მომგებიანი ”, – თქვა პაპიანმა.

პაპიანის თქმით, სინამდვილეში, ამ გზით აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ნახიჩევანთან პირდაპირ სახმელეთო გზას, რადგან ნახჭევანი დაცარიელებულია, დეპოპულაცია ხდება, ისინი ამ პროგრამის წყალობით ეკონომიურად განმტკიცდებიან,  რაც ჩვენთვის საშიშია.

რაც შეეხება იმას, თუ რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას სიუნიქში ამ ყველაფრის შედეგად, პაპიანმა აღნიშნა:

”სიუნიკის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს იმით,  რომ ყოველწლიურად ათასობით ირანული სატვირთო მანქანა გადის სიუნიქში. ახლა, რკინიგზის მშენებლობის შემთხვევაში, ეს ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ხალხი ტვირთს რკინიგზით გადაიტანს. იგივე ეხება სომხეთში საქონლის შემოტანას, ეს ნიშნავს, რომ ზანგეზური მიმოქცევიდან გამოვა, და სადაც სამუშაო არ არის იქ ხდება მიგრაცია. დღეს სიუნიქში მრავალ სოფელს ჩამოაჭრეს  მიწები და საძოვრები, ადამიანები მუშაობის პრობლემის წინაშე დგანან. გარდა ამისა სასაზღვრო ზონაში მიმავალი ტვირთგადამზიდავები აზერბაიჯანის მხრიდან საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან“.

ნახეთ მეტი
Back to top button