მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ელჩი აშშ-ში ვარუჟან ნერსესიანი დაესწრება არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას

სომხეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ვარუჟან ნერსესიანი 20 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმში დაესწრება არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას. ამის შესახებ “არმენსპრესთან” საუბრისას განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა. ”სომხეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ვარუჟან ნერსესიანი მონაწილეობას მიიღებს სომხეთის რესპუბლიკის სახელით აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში”, – აღნიშნა ნაღდალიანმა. აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სხვა ქვეყნების ლიდერები არ მიიწვიეს. ღონისძიებაში მხოლოდ შეერთებული შტატების საგარეო მისიების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. ინაუგურაციის პროცედურა არ იძლევა სხვა ქვეყნების ლიდერების მონაწილეობის საშუალებას, მხოლოდ ელჩებს შეუძლიათ დაესწრონ. ტრამპმა გამოაცხადა, რომ არ აპირებს მასში მონაწილეობის მიღებას.

ნახეთ მეტი
Back to top button