მთავარიპოლიტიკა

ტყვეების დაბრუნება და სხვა თემები. აივაზიანს და ლავროვს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არა აივაზიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან. ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. საგარეო საქმეთა მინისტრები შეეხნენ რეგიონში სტაბილურობის დამყარების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.

”9 ნოემბრისა და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების შესრულების კონტექსტში მინისტრმა აივაზიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჰუმანიტარული საკითხების სრულყოფილად განხორციელების პრიორიტეტს, პირველ რიგში, ტყვეთა, მძევლების და სხვა დაკავებულთა სამშობლოში დაუყოვნებლივ და უსაფრთხო დაბრუნებას”, – ნათქვამია განცხადებაში. მინისტრმა აივაზიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე არცახის სომხური რელიგიური, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ საქმეში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების უწყვეტ ჩართვას.

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეეხნენ სომხურ-რუსულ დღის წესრიგს ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატებში.

ნახეთ მეტი
Back to top button