მთავარიპოლიტიკა

ყარსის სამხედრო წვრთნები ახალ საფრთხეს უქმნის რეგიონს: თურქოლოგი

„ყარსის სამხედრო წვრთნები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სომხეთს, არამედ რუსეთს. ეს  უკვე დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელებაა”, – თქვა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რუბენ საფრასტიანმა  ”რადიოლურთან” საუბრისას, ილაპარაკა  რა თებერვალში თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნებისა და მათი სამიზნეების შესახებ.

1-12 თებერვალს თურქეთი ჩაატარებს სამხედრო წვრთნებს სომხეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ყარსში, რომელსაც აზერბაიჯანელი სამხედროები დაესწრებიან. თურქეთმა და აზერბაიჯანმა ბოლო ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

ეს მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდა მთელ აზერბაიჯანში, ნახჭევანის, ბაქოს და განჯის ჩათვლით. სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ, თურქეთმა შეიარაღების უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანში დატოვა, რომელიც გამოიყენეს სექტემბერში მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ დაწყებულ ომში.

რას უნდა ველოდოთ თურქეთ-აზერბაიჯანის ახალი სამხედრო წვრთნებისგან, რა არის მათი რეალური მიზანი, რამდენად შეიძლება ჰქონდეთ კავშირი  მათ არცახთან  და სომხეთთან?

ნახეთ მეტი
Back to top button