პოლიტიკა

ყარსში თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნები რუსეთის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება

სამხედრო ექსპერტმა და რაზმინფოს ვებგვერდის კოორდინატორმა კარენ ვრთანესიანმა „Sputnik სომხეთის“  ეთერში ისაუბრა თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო წვრთნების შესახებ, რომელიც 1-12 თებერვალს დაგეგმილია ყარსში.

კარენ ვრღანესიანის აზრით, ნებისმიერი სამხედრო სწავლება ასევე შეიცავს პროპაგანდისტულ მესიჯებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პირველ რიგში აძლიერებს მას, ვინც ახორციელებს სამხედრო წვრთნებს. თურქები და აზერბაიჯანელები შესაბამისად  თავიანთი ქვედანაყოფების თანამშრომლობას ერთმანეთს უთანხმებენ.

„ არ არის აუცილებელი ყოველი სამხედრო წვრთნა    ომის დაწყებას მოასწავებდეს, მაგრამ მაინც შემაშფოთებელია, იმისდამიუხედავად, თუ რისთვის ემზადებიან. საქმე იმაშია, რომ არსებობს პროცესი,” – თქვა სამხედრო ექსპერტმა.

შეეხო იმ ფაქტს, რომ ყარსი ახლოს არის სომხეთის საზღვრის იმ ნაწილთან, სადაც რუსული ბაზა მდებარეობს, ვრთანესიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გარემოება შეიძლება შემაშფოთებელი იყოს რუსული მხარისთვისაც.

”მაშინაც კი, თუ ქვეყნებს არ აქვთ პირდაპირი კონფლიქტი, მაგრამ ინფრასტრუქტურა ვითარდება მათ საზღვრებთან, ეს თავის მხრივ იწვევს შეიარაღებული ძალების სტრატეგიის გადახედვას. ამ რეგიონში თურქეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი საქმიანობა, ბუნებრივია, უნდა აწუხებდეს რუსეთს”, – თქვა სამხედრო ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button