ეკონომიკამთავარი

სომეხი მეღვინეები სიახლეს გვთავაზობენ: გაზიანი ხილის ღვინოები ბაზარზე იშვიათობაა

გაზიანი ახალი ხილის ღვინოებმა მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო არა მხოლოდ ალუმინის ქილებით, არამედ მათი ეტიკეტის კრეატიული, არასტანდარტული გამოსახულებით.  დასახელება “სიყვარულმა დაგვათრო”,   “კარგი რა“  და სხვა,   სიახლეა როგორც სომხეთში,  ასევე მსოფლიოშიც.

წარმოება უკვე დაიწყო არარატის რეგიონში, არც მეტი, არც ნაკლები ომისა და კორონავირუსის ეპიდემიის დროს. მეღვინე კამო ავეტისიანი მეღვინეობით არის დაკავებული დაახლოებით 40 წელია. გაზიანი ხილის ღვინოების წარმოებას საფუძვლად უდევს ოთხი ათწლეულის პროფესიული საქმიანობა.

„ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს გვაქვს გაზიანი ხილის ღვინოები 9% სიძლიერით  და 4-5% შაქრით. გვაქვს ბროწეული, ალუბალი და მაყვალი, ისინი ნახევრადტკბილი ღვინოებია. უახლოეს მომავალში გვექნება კომშის  და გარგარის გაზიანი, ნახევრადტკბილი ღვინოების წარმოება, ასევე ყურძნის მწარე,  ოდნავ გაზიანი ღვინო“.

ახალი წარმოების დაწყება ეპიდემიის და ომის პერიოდში სარისკო იყო, მაგრამ მომხმარებლები  დაინტერესდნენ სიახლით. „ჩვენ უკვე მივიღეთ შეკვეთა შეერთებული შტატებისგან და ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, -ამბობს ფერმერი.

ნახეთ მეტი
Back to top button