საერთაშორისო

COVID-19 საქართველოში – ახალი მონაცემები

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249.465-ს მიაღწია. გარდაიცვალა 15 ადამიანი. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 235.130 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 494), გარდაიცვალა – 2.970, კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.656 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 563 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.398 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.166, PCR ტესტით – 5.232.

ნახეთ მეტი
Back to top button