საზოგადოება

არცახში დაბრუნებულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

მშვიდობისმყოფელთა  თანხლებით  კიდევ 114 არცახელი  დაბრუნდა სომხეთიდან მთიან ყარაბაღში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნათქვამია, რომ სამშვიდობოები თვალყურს ადევნებენ სიტუაციას 24 საათის განმავლობაში, აკონტროლებენ  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას 27 სადამკვირვებლო პუნქტიდან, უზრუნველყოფენ მოქალაქეთა უსაფრთხო დაბრუნებას საცხოვრებელ ადგილებში, ახორციელებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ასევე აღადგენენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

საერთო ჯამში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 50 116 არცახელი დაბრუნდა მუდმივ საცხოვრებლად  მთიან ყარაბაღში.

ერთ დღეში ხდება 15,5 ჰექტარი მიწის,  4,5 კმ გზის, 19 შენობის განაღმვა,  ნადგურდება  36 ფეთქებადი მოწყობილობა.

რუსი სამშვიდობოების სპეციალური ჯგუფი ქელბაჯარის რეგიონის მთიან რაიონში 3358 მ. სიმაღლეზე ეძებს დაღუპულთა სხეულებს.  ცხედრების გადაცემა ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით, სომხური და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლების მონაწილეობით.

23 ნოემბრის შემდეგ, სამშვიდობო კონტინგენტში შემავალმა რუსმა მშვიდობისმყოფელებმა  განაღმეს   566 ჰექტარი ტერიტორია, 210 კილომეტრიანი გზა, 802 შენობა,აღმოაჩინეს 23 759 ასაფეთქებელი მოწყობილობა  და განეიტრალეს.

ნახეთ მეტი
Back to top button