მთავარისაზოგადოება

მხოლოდ სომხები დაეხმარებიან სომხებს: დიასპორელი სომხები გვთავაზობენ პარლამენტის შექმნას სომხეთის საზღვრებს გარეთ

ტორონტოში მცხოვრებმა ისტორიკოსმა, მწერალმა და პიანისტმა რაფი ბედროსიანმა  The Armenian Weekly-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით  “რისი გაკეთება შეუძლია დიასპორას?” მან აღნიშნა, რომ არცახის 44-დღიანი ომის შემდეგ მთელ მსოფლიოში სომხების დემორალიზება მოხდა და შოკი კიდევ უფრო გაღრმავდა სომხური არმიის მიერ გავრცელებული მოწოდებით  “ჩვენ გავიმარჯვებთ!”, რომელიც როგორც დასრულდა თქვენ უკვე იცით.

„დიასპორის სომხები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ  ომში … მათ ერთ თვეში უფრო მეტი თანხა მოაგროვეს, ვიდრე 20 წლის განმავლობაში. ახლა, როდესაც ჩვენ ომი წავაგეთ, დიასპორის სომხები  იმედგაცრუებულნი  დარჩნენ,  დაკარგეს  რწმენა და სომხეთის ამჟამინდელ და ყოფილ მთავრობებს ადანაშაულებენ.  მაგრამ გაბრაზების ტალღამ ნელ-ნელა გაიარა და ახლა  უნდა ვიფიქროთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე”, – წერს ბედროსიანი.

როგორც ავტორს მიაჩნია, უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გავაკეთოთ არის  სომხეთს გარეთ დიასპორის სომეხთა პარლამენტის შექმნა, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში და რუსეთში სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. დიასპორის სომეხებმა ხმა უნდა მისცენ თავიანთი რეგიონის კანდიდატს. სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა ასევე ყოველთვიურად უნდა გადაიხადონ ფიქსირებული თანხა, როგორც გადასახადი სომხეთის მთავრობისათვის, მაგალითად, მათი ყოველთვიური შემოსავლის ხუთი პროცენტი. დიასპორის პარლამენტი გააკონტროლებს   ამ თანხის  დახარჯვას.

„დიასპორის სომეხებს აქვთ საკმარისი ფინანსური, ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ეკონომიკური რესურსი, რომ დაეხმარონ სომხეთს გარდაქმნაში. უნდა შევძლოთ სომხეთის მოსახლეობის რაოდენობის გაორმაგება მაინც. მათ შეუძლიათ და უნდა მიიღონ მონაწილეობა სომხეთის განვითარების კოორდინირებულ და ორგანიზებულ საქმიანობაში  თავიანთი პოტენციალის ჩადებით. ბოლო უნდა მოეღოს დიასპორის  „მეწველ ძროხად“ გამოყენებას,  როგორც აქამდე ხდებოდა. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გზა სომხეთსა და დიასპორას შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით”, – წერს ბედროსიანი.

გარდა ამისა, ბედროსიანი გვთავაზობს დიასპორის სომეხთა ჩართვას სომხეთის მთავრობაში მათ უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემისა და მთავრობის წევრად არჩევის უფლება.

ის ასევე  გვთავაზობს კავშირის დამყარებას სომხეთის ახალგაზრდობასა და სომხურ დიასპორას შორის.

„უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა, რომ სომხური დიასპორის სკოლებმა შეძლონ მინიმუმ ორი ზაფხულის გატარება სომხეთში.  აუცილებელია გაცვლითი პროგრამების განხორციელება საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და სომხეთის უნივერსიტეტებს შორის მინიმუმ ორი სემესტრის განმავლობაში დიასპორის სომეხი სტუდენტებისათვის”, – აღნიშნა ბედროსიანმა.

„ყველა ეს წინადადება განხილული უნდა ყოფილიყო ომის წაგებამდე. მათი განხორციელება საჭიროზე მეტია.ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ სომხებს შეუძლიათ სომხების დახმარება”, – ასკვნის ავტორი.

რაფი ბედროსიანი უფრო ცნობილია, როგორც მიმომხილველი, მის მასალებზე დიდი მოთხოვნაა. 2020 წლის აპრილში მან საქვეყნოზე გამოიტანა  ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის თურქი წინაპრის ალი ქემალის სევდიანი ბედი. 1922 წელს იგი მოკლა თურქმა ნაციონალისტმა ნურედინ იბრაჰიმ ფაშამ, რადგან ჯონსონის წინაპარი იბრძოდა დემოკრატიზაციისთვის თურქეთში და იყო ერთ – ერთი თურქი პოლიტიკოსი, რომელიც ითხოვდა მათ პასუხისგებაში მიცემას, ვინც მოაწყო 1915 წლის სომეხთა და სხვა ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტა.

ბედროსიანმა ასევე დაწერა სტატია თურქეთში “ოქროს ციებ-ცხელება”. სტატიაში ავტორი წარმოგიდგენთ თუ როგორ ანადგურებენ თურქები და ქურთები სომხურ სახლებს, ეკლესიებს, საფლავებს და ძეგლებს განძის პოვნის იმედით. ბედროსიანი წერს, რომ Google გთავაზობთ 800000-ზე მეტ ბმულს თურქულ ენაზე თემაზე: “ნადირობა  განძისათვის სომეხთა  სახლებში“.

თუ მომავალი “მონადირე”  უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებს  თავის სურვილს და დაიწყებს ძებნას მაგალითად, მასალისათვის  “განძზე  ნადირობა   სომხეთის ეკლესიებში”, ის მიიღებს 700 ათას ბმულს, ხოლო “როგორ უნდა ვეძებოთ სომხურ სახლებში  განძი” პასუხად  ის მიიღებს 400 ათას ბმულს.

ნახეთ მეტი
Back to top button