მთავარისაზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 93 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 236 922 გამოჯანმრთელდა, 2 987 კი, გარდაიცვალა.