საერთაშორისო

საქართველო აპირებს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ზემო ლარსის პრობლემა

2021 წელს საქართველო დაიწყებს მასშტაბურ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემების აღმოფხვრას ზემო  ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალი (საქართველოს სამხედრო გზა) გუდაური-კობის ყველაზე საშიშ მონაკვეთზე.  ეს ცნობა  ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.

პროექტი ითვალისწინებს მცხეთა-სტეფამწმინდა-ლარსი-ქვეშეთი-კვესი-კობის საავტომობილო გზის ყველაზე რთული და საშიში მონაკვეთის  კობი-გუდაურის  შემოვლითი გზის მშენებლობას, რომლის სიგრძეა 22,7 კმ, ასევე ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბისა, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ცხრა კილომეტრიანი გვირაბისა, რომელიც  გახდება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა.

ნახეთ მეტი
Back to top button