მთავარისაზოგადოება

,,სოკარი“ იმუქრება “მშიერი დატოვოს” არცახის გვერდით მდგომი ქართველები

ომის შედეგად ლტოლვილებად გამხდარი არცახელების დასახმარებლად საქართველოში დღეს ორგანიზებულია ონლაინ ღონისძიება ARTSAKH INTERNATIONAL SOLIDARITY. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ორგანიზატორების მიმართ განხორციელებული მუქარის მიუხედავად, დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათზე გაჟღერდება ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი და ქართველი ხელოვანების სოლიდარობის სიტყვები და სიმღერა, მიძღვნილი ომისგან დაზარალებულებისადმი.

ღონისძიება, რომელიც ტარდება აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, მიზნად ისახავს ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღების მიპყრობას სამხრეთ კავკასიაზე. ”სამხრეთ კავკასიის ორი უძველესი ცივილიზაცია, სომხური და ქართული, გენოციდის პირდაპირი საფრთხის ქვეშ არიან. სომხეთის დემოკრატიის დახრჩობის შემდეგ ერდოღანის შემდეგი გაჩერება არის საქართველო”, –  ,,რადიოლორს“ განუცხადა,,მრავალმხრივი დიპლომატიის ინსტიტუტის“ პროგრამის პასუხისმგებელმა, მწერალმა, პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, რომლის ძალისხმევით დღეს ორგანიზებული ინტერნეტ კონცერტი არის მიმართვა მსოფლიოს, არ დაუშვან დაანაწევრონ სომხეთი და საქართველო.

”ეს არის აქცია არცახის მოსახლეობის სოლიდარობისადმი, გზავნილია ცივილიზებული კაცობრიობისადმი, რათა თავიდან აიცილონ დაგეგმილი გენოციდები, მსგავსი სისასტიკეები და ზოგადად ომები. ეს არის აქცია კავკასიაში მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ”. კაკაბაძის თქმით, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები მუდმივად შედიან საქართველოში თურქეთიდან და ომის შედეგად, ისინი აღმოჩნდნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზეც. მისი თქმით, რეგიონის ორი ძლიერი სახელმწიფო რისხვად დაგვატყდა თავს. აზერბაიჯანი კი, თურქეთთან ერთად, სულ უფრო აფართოებს გავლენას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

აქციის “სოლიდარობა არცახს” ორგანიზებამ ძალიან გაანერვიულა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია.  ,,სოკარის“ ქართული ფილიალის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ცდილობენ ჩარევას. ”სოკარის“ წარმომადგენლებმა დამირეკეს მე და ჩემს კოლეგებს, იმუქრებიან, რომ მშიერს დაგვტოვებენ, თუ ამ ღონისძიების ჩატარებაზე უარს არ ვიტყვით. ”სოკარს“ აქ რამდენიმე ათასი “ფეიკების ფაბრიკა” აქვს. ჩვენ ვიცით, სად მდებარეობენ და რა საქმიანობას ახორციელებენ. ისინი ამას წლების განმავლობაში პროფესიონალურად აკეთებენ თავიანთი მილიარდებით”.

ქართველი ინტელექტუალის აზრით, მათ, ვინც იბრძვის სამართლიანობისა და მშვიდობისთვის, არანაირი საფრთხე არ შეაჩერებს. მათ, ვინც შეუერთდება ონლაინ კონცერტს მოუწოდებენ, ომის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით შემოწირულობა გააკეთონ.

ნახეთ მეტი
Back to top button