მთავარიპოლიტიკა

უსაფრთხოება სატრანსპორტო განბლოკვის მთავარი წინაპირობაა

11 იანვარს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში გზების განბლოკვისა და სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი ერთ-ერთი მთავართაგანია. მოგვიანებით რუსულმა “კომერსანტმა” გამოაქვეყნა რუკა, რომელშიც წარმოდგენილი იყო, ასე ვთქვათ, განბლოკვის მარშრუტი.

 “კომერსანტში” გამოქვეყნებული რუკა არ არის ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ მისი საიმედოობა, როგორც სომხეთი-აზერბაიჯანი-რუსეთი სარკინიგზო კომუნიკაციის რეალური მარშრუტი, არც უარყოფილა და არც დადასტურებულა.

რუკა სამ მიმართულებაზე მიუთითებს. ერთი მათგანი დაიწყება ერევნიდან, გაგრძელდება ნახჭევანის გავლით ირანისკენ, მეორე კი დაიწყება თურქეთის ქალაქ იგდირიდან, გაივლის ნახჭევანში, აზერბაიჯანში, რუსეთში და მესამე გააერთიანებს ერევანს, ნახჭევანს, აზერბაიჯანს და რუსეთის ფედერაციას.

უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრები. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა უნდა შედგეს ამ თვის ბოლოს, მანამდე დისკუსიები მიმდინარეობს პროფესიულ და ექსპერტულ პლატფორმებზე.

ტერიტორიულ მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე არმენ სიმონიანი “რადიოლურთან” საუბრისას განმარტავს, რომ თუ უსაფრთხოების საკითხები არ მოგვარდება, ამ გზების არსებობას  აზრი არ აქვს.

აზერბაიჯანმცოდნის  ანჟელა ელიბეგოვას აზრით, აზერბაიჯანული და თურქული ტვირთის გადატანა სომხეთის გავლით უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

არმენ სიმონიანის აზრით, ნახჭევანისა და აზერბაიჯანის გავლით  სომხეთ-რუსეთს დამაკავშირებელი რკინიგზა შეიძლება ერევნისთვის საინტერესო იყოს მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის თვალსაზრისით, მაგალითად, როდესაც უამინდობის გამო ლარსის საგუშაგო დახურული იქნება.

მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროა გათვლები, აუცილებელია იმის გაგება, თუ რა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება, ამის მიხედვით, რამდენად მომგებიანი იქნება ეს გზა სომხეთისთვის.

დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი, სანამ წარდგენილ საგზაო რუკაზე ისაუბრებს, განიხილავს უსაფრთხოების საკითხს, ტარიფებს და თუ რა სახის ტვირთის გადაზიდვაუნდა მოხდეს  რკინიგზით, ძვირი იქნება თუ იაფი, მძიმე იქნება თუ მსუბუქი.

„მრავალი წლის განმავლობაში ეს სასარგებლო იქნება მხოლოდ ირანისა და რუსეთისთვის, რადგან სავაჭრო ბრუნვა მათ შორის დიდია, აზერბაიჯანიც კი ვერ მიიღებს ამდენ მოგებას.”

გაგიკ მაკარიანმა გააკეთა კიდევ ერთი შენიშვნა: „ვინც ააშენებს ამ რკინიგზას, ის ხდება მისი” მფლობელი ” თუ აზერბაიჯანი დიდ ფულს ჩადებს ამ პროექტში და რუსეთი უზრუნველყოფს მომსახურებას, ამ ქვეყნებს მეტი მოგება ექნებათ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს სომხეთი ამ შესაძლებლობას.

შესაძლოა ევროკავშირთან საუბრის საჭიროება წარმოიშვას და თანხების მოზიდვა იყოს საჭირო, ამ შემთხვევაში სომხეთს ექნება შესაძლებლობა გაზარდოს თავისი საპირწონე.”

თუ მშვიდობიან პირობებში რკინიგზა ტვირთს ატარებს, მაშინ საომარ მდგომარეობაში იგივე გზები შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასაზიდად, აღნიშნავს ჩემი თანამოსაუბრე.

ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივ ტელევიზიასთან საუბარში, საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა სურენ პაპიკიანმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რომელი მიმართულება  იქნება სასურველი  სომხეთისათვის გზების განბლოკვის შემთხვევაში. ”ამ ეტაპზე არსებითი განხილვა არ მომხდარა, მაგრამ სომხეთისთვის განბლოკვის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე კავშირი გაწყვეტილია როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში, მის აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება”, – თქვა მინისტრმა.

სამმხრივმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა უნდა მოიწვიოს 30 იანვრისთვის, ხოლო 1 მარტის ჩათვლით მან უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო ტრანსპორტირების ორგანიზებისათვის  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მშენებლობის ღონისძიებების ჩამონათვალი.

ნახეთ მეტი
Back to top button