ეკონომიკამთავარი

საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის გადახდის საკითხში დაეხმარება ბიზნესს და მოქალაქეებს ინფლაციის შესაჩერებლად

საქართველოს მთავრობა ელექტროენერგიის გადახდის საკითხში დაეხმარება ბიზნესს და მოქალაქეებს  ინფლაციის შესაჩერებლად, იუწყება ,,ნოვოსტი-გრუზია“. 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი ბიზნესისთვის გაიზარდა საშუალოდ 11-12 თეთრით კილოვატზე. ამის გამო, ექსპერტები პროგნოზირებენ ადგილობრივი წარმოების ზოგიერთ პროდუქტზე ფასების გაზრდას.

სუბსიდირებულ პროდუქტებში შედის პურის ცხობა, ხორცის, ბოსტნეულის, თევზის გადამუშავება, მცენარეული ზეთის, რძის პროდუქტების, სახამებლის, მაკარონის, ორცხობილისა და ფუნთუშების წარმოება.

ბიზნესის გარდა, სახელმწიფო ასევე აფინანსებს ტარიფის სხვაობას რიგითი მოქალაქეებისთვის. ამ შემთხვევაში, სუბსიდირების პროგრამაში აღმოჩნდებიან ისინი, ვინც თვეში მინიმუმ 300 კილოვატს მოიხმარს.

ნახეთ მეტი
Back to top button