მთავარიპოლიტიკა

აივაზიანმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა მინსკის ჯგუფის ქვეყნების წარმომადგენლებთან

ომისშემდგომი ვითარების საკითხი იქნა განხილული სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის არა აივაზიანის და სომხეთში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების წარმომადგენლებთან:   რუსეთის ელჩ სერგეი კოპირკინთან, საფრანგეთის ელჩ  ჯონათან ლაკოტთან და აშშ-ს ელჩ ლინ ტრეისთან. ინფორმაციას ავრცელებს  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

”შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში სამშვიდობო პროცესის განახლების აუცილებლობას. აივაზიანმა ხაზი გაუსვა დარეგულირების ძირითადი პრინციპების სრულყოფილად განხორციელების აუცილებლობას, ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა არცახის  მოსახლეობის თვითგამორკვევისა და უსაფრთხოების უფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

აივაზიანმა ასევე ისაუბრა 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაზე, სადაც ხაზი გაესვა მისი დებულებების შესრულების მნიშვნელობას, კერძოდ, სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა პატიმრების დაბრუნების საკითხს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა და ელჩებმა გაცვალეს მოსაზრებები არცახში  ჰუმანიტარული მდგომარეობისა და არცახელ სომეხთა საჭიროებების გადასაჭრელად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების, განსაკუთრებით გაეროს და მისი სპეციალიზებული სააგენტოების უწყვეტი ჩართვა.

აივაზანმა ასევე ყურადღება გაამახვილა რომ აუცილებელია გადადგმული იქნას  ნაბიჯები სომხეთის ისტორიული, კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის აზერბაიჯანის  კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.  

ნახეთ მეტი
Back to top button