
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ ცნობილი საფოსტო მარკის გამოშვებას, რომლის გრაფიკულ გამოსახულებაში აზერბაიჯანელი აგენტი “დეზინფექციას უკეთებს” მთიან ყარაბაღს და წმენს სომხური მოსახლეობისაგან. ასეთი აზრი გამოთქვა ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის სხდომაზე.
„ჩვენ აზერბაიჯანში ვხედავთ ფაშიზმის მატერიალურ, დასაბუთებად გამოხატულებას. მსგავსი მარკა იყო ნაცისტურ გერმანიაში. ფაქტები თავად მეტყველებენ ”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.
მისი თქმით, სიტუაციის მართვისათვის არა მარტო მთავრობას აქვს გასაკეთებელი არამედ პარლამენტსაც და საპარლამენტო დიპლომატიასაც. ეს საფოსტო მარკა უნდა ვუჩვენოთ საერთაშორისო საზოგადოებას.