პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა სომხეთს, რუსეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი აპირებს ეწვიოს სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს და რუსეთს. მისი ვიზიტი დაგეგმილია მომავალ კვირას, იუწყება  სააგენტო  Fars – ი.

”მომავალ კვირას ვგეგმავ კავკასიასა და რუსეთში ვიზიტს”, – თქვა ზარიფმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას სურს ეწვიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ  ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას, აგრეთვე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

ნახეთ მეტი
Back to top button