მთავარიპოლიტიკა

”კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა“: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალიევის განცხადებას შეეხო

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის  განცხადებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.  ერთი მხრივ, იგი აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია, მეორეს მხრივ, ის აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც კონფლიქტს აღვივებს. ასეთი აზრი გამოთქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა მთავრობასთან კითხვა-პასუხის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკაში.

„ კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც სომხური მხარეების ერთობლივი დღის წესრიგის ჩამოყალიბებაა საჭირო.  ამასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტი არცახში, სადაც განვიხილეთ საერთო დღის წესრიგის დასახვისა და ჩვენი მუშაობის კოორდინაციის საკითხი.

აივაზიანმა პრიორიტეტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პირველ რიგში სომხური მხარე მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატში, აწარმოოს ისინი იმ ძირითადი პრინციპებით, რომლებზეც ადრე იყო მიღწეული შეთანხმებები.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, უპირველესი საკითხი დეოკუპაციაა – სომხების უსაფრთხო გადაყვანა დასახლებებში. მან ასევედიდი მნიშვნელობა მიანიჭა საერთაშორისო თანამეგობრობის სტრუქტურების მხრივ არცახისათვის  ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ  უზრუნველყოფას.

აივაზიანის თქმით, ჩვენი კულტურული და სულიერი  მემკვიდრეობის შენარჩუნება ასევე პრიორიტეტების ჩამონათვალშია.

ის შეეხო  ალიევის  ბოლოდროინდელ განცხადებებს შუშის შესახებ და თქვა, რომ შუში სომხეთის კულტურული ცენტრია.

„იმისდა მიუხედავად, ვინ რა  განცხადებას გააკეთებს, არ ვეთანხმები მათ აზრს,  რომ შუში გახდება თურქული კულტურის  ცენტრი.  იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამის გამოხმაურებას  მივიღებთ”, – თქვა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button