
2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გეგმების განხილვა გრძელდება სომხეთის ეროვნული ასაბლეის ოპოზიციურ ფრაქციებთან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა ფრაქცია “აყვავებული სომხეთის” ყოფილი, ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის ტიგრან ურიხანიანის კითხვას, თუ რატომ არ გადადგება მმართველი ძალა და ყურად არ იღებს ოპოზიციის მოთხოვნას.
”გასული წლის ბოლოს, ჩვენ კონკრეტული წინადადება შემოვიტანეთ, უფრო მეტიც, იმ პირობებში, როდესაც აშკარა გახდა, რომ მთავრობის გადადგომაზე საზოგადოებრივი მოთხოვნის გენერირების მცდელობა არ ყოფილა. ჩვენ შემოგთავაზეთ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2021 წელს. ჩემს გასაკვირად, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უარყოფენ ამ წინადადებას. ამიტომ, ლოგიკური არ არის, რომ მმართველმა ძალებმა თავად ჩაატარონ არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯით ისინი თავიანთ დამარცხებას აფიქსირებენ აქედანვე. თუმცა, არჩევნებზე დისკუსიები კვლავ გრძელდება, ჩვენ მზად ვართ”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.
პრემიერ მინისტრის თქმით, მთავრობის შესახებ გადაწყვეტილებები ხალხმა უნდა მიიღოს და არა ოპოზიციურმა პარტიებმა ან თავად მთავრობამ.