პოლიტიკა

„საგარეო პოლიტიკაში მოხდება ცვლილებები“: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ომის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  ახდენს  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ქცევის გაანალიზებას და შესაბამის ცვლილებებს შეიტანს საგარეო პოლიტიკაში. ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა ეროვნული ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის სესიის დროს.

“ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა, ნარეკ მკრტჩიანმა აღნიშნა, რომ გასულ წელს სომხეთი შეუერთდა “რელიგიური თავისუფლებისსაერთაშორისო ალიანსს”,  მაგრამ ომის დროს, როდესაც აზერბაიჯანი ხელყოფდა კულტურულ და სულიერ  ფასეულობებს, ალიანსმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგა. მკრტჩიანი  დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა შესვლა ამ ალიანსში.

„ომის მსვლელობის  ანალიზი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, და შესაძლებელია ამ მიმართებით ცვლილებები იქნას შეტანილი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში.   ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის, როგორც არასდროს, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – თქვა აივაზიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button