პოლიტიკა
სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია უსაფრთხოების გარანტი გახდეს: სომხეთის ვიცე-პრემიერი

ეკონომიკური და სატრანსპორტო ბლოკადის პრობლემის გადაჭრა შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტი, თუ ის სწორად მოგვარდება. ასეთი აზრი გამოთქვა ვიცე პრემიერ მინისტრმა მჰერ გრიგორიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის სხდომაზე.
„უნდა შეიქმნას პლატფორმა, სადაც ჩამოყალიბდება კითხვები, მიიღება იმპულსები, შეიქმნება ანტიიმპულსები, რომ საბოლოოდ, ჩვენშევძლოთ ეკონომიკის განბლოკვა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება.წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების პრობლემა უფრო გაიზრდება“, – თქვა გრიგორიანმა.
მისივე თქმით, არსებობს განბლოკვასთან დაკავშირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და რისკის შეფასების პრობლემები, რომელთა განხილვაც აუცილებელია.